istoriuli soflebi  
  
 
 
 

niCbisi

ისტორიული სოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნიჩბისის განძი. ამჟამად ნიჩბისის ადმინისტრაციულ ერთეულში შედიან სოფლები: ახალი ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი და სასხორი.

istoria

ნიჩბისი მცხეთასთან და მეჯვრისხევთან ერთად მეჭურჭლეობის კერა იყო. პირველად სოფელი იხსენიება გიორგი მეორის სიგელში. ნიჩბისი მიეკუთვნებოდა შიომღვიმის მონასტერს. 1615 წელს მეფე ლუარსაბ მეორემ ნიჩბისი გადასცა ციციშვილების საგვარეულოს წარმომადგენლებს მერაბ და ქაიხოსრო ციციშვილებს, რომლებმაც სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ციხე-დარბაზი აიშენეს. ნიჩბისი მნიშვნელოვნად დაზიანდა XVIII საუკუნეში ლეკიანობის დროს.

XX საუკუნის დასაწყისში ნიჩბისის სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდა 400-500 კომლი. საზოგადოებაში შედიოდა შემდეგი სოფლები: ძეგვი, სასხორი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, ხეკორძი, ნატბეური, სათოვლე, ახალსოფელი, ზეუბანი. ნიჩბისის საზოგადოება საკმაოდ ღარიბი იყო, მიწები ეკუთვნოდა თავადაზნაურობას.


მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
ცენტრის სიმაღლე  
მოსახლეობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995